ყვარლის პოლიციის უფროსს 32 წლის ოთარ სეფაშვილის ცემაში ადანაშაულებენ

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ყვარელში მცხოვრები 32 წლის ოთარ სეფაშვილის ოჯახის წევრები ყვარლის პოლიციის უფროსს, გიორგი ფარეშიშვილს და სხვა თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. სეფაშვილის ძმა ყვება, რომ პოლიციელებმა მათ სახლში მიაკითხეს, საიდანაც სეფაშვილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. მისი თქმით ამის შემდეგ სამართალდამცველები სეფაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცემის დროს ყურის ბარაბანი დაუზიანეს, რის გამოც დაკავებულის ყვარლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ახალგაზრდა ამ დრომდე  წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელი დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო და მას სეფაშვილთან შეხვედრის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს რაიონის პოლიციის უფროსი, გიორგი ფარეშიშვილი. შსს სეფაშვილის ცემის ფაქტს არ ადასტურებს, უწყების ინფორმაციით მას ნარკოტიკული ნივთიერება ოპიუმის მოხმარება დაუდგინდა. საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარების მუხლებით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაში800-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა-მტკვარზე სამძებრო სამუშაოები განახლდა
შემდეგი სტატიამტკვარში მკვდარი ვეფხვი იპოვეს