800-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა-მტკვარზე სამძებრო სამუშაოები განახლდა

სტიქიის შედეგად მიმდინარე სამძებრო სამუშაოები მტკვარზე დღეს გამთენიისას განახლდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია შსს-ს მძიმე ტექნიკა, 800-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

სამძებრო სამუშაოები ვერეს ხეობიდან წითელ ხიდამდე მიმდინარეობს, ამისათვის შესაბამისმა სამსახურებმა ორთაჭალჰესის საგუბარი გაუშვეს.

სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების მიზნით სრულად გაკონტროლდება პერიმეტრი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა გოგოს დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია
შემდეგი სტატიაყვარლის პოლიციის უფროსს 32 წლის ოთარ სეფაშვილის ცემაში ადანაშაულებენ