განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ გასაღებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.
დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.