ორნელა მუტის პუტინთან შეხვდრის გამო პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრა

იტალიის სასამართლომ ცნობილ მსახიობს ორნელა მუტის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო, 8-თვიანი პატიმრობა და 30 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მსახიობი 2010 წელს ვერდის თეატრში დაგეგმილ სპექტაკლზე არ მივიდა. მან თეატრს ჯანმრთელობის ყალბი სამედიცინო ცნობა წარუდგინა. სპექტაკლში თამაშის ნაცვლად, ის პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო.

პუტინს ამ პერიოდში პრემიერის პოსტი ეკავა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა
შემდეგი სტატიაფულის გამყალბებელთა ჯგუფი დააკავეს