ფოლადაანთკარში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ხანძრის შედეგად ერთსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იქნა რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა თამაზ დარბაიძემ განაცხადა, შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი მთლიანად ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე აღმოჩენილი იქნა სამი გვამი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია მოკვლევა.

banner
წინა სტატიაშიფულის გამყალბებელთა ჯგუფი დააკავეს
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკი” აშშ დოლარში სესხის მქონე მოქალაქეებს ახალ პირობებს სთავაზობს