ფულის გამყალბებელთა ჯგუფი დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ გასაღებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.

დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიორნელა მუტის პუტინთან შეხვდრის გამო პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრა
შემდეგი სტატიაფოლადაანთკარში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა