უკრაინაში ომი გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. ბრძოლებია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა 40–ჯერ მიიტანეს იერიში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე. ასევე დაიბომბა დასახლებული პუნქტები დებალცევოში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსული რეგულარული არმიაა მობილიზებული და მათთან საბრძოლველად უკრაინელებს შეიარაღება არ ჰყოფნით. პოროშენკომ დასავლეთს თავდაცვითი შეიარაღებით დახმარება სთხოვა.

banner
წინა სტატიაში„ნატო გმობს იმ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გადადგა“
შემდეგი სტატია“პრემიერის გზავნილები იყო სწორი და მიზანმიმართული”- თამარ ბერუჩაშვილი