“პრემიერის გზავნილები იყო სწორი და მიზანმიმართული”- თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი გერმანიაში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას აფასებს. ბერუჩაშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სწორი და ადექვატური გზავნილები გააკეთა აფხაზი და ოსი ხალხის მისამართით.

“პრემიერ-მინისტრმა სწორი მიმართულებით ისაუბრა. მან საერთაშორისო ტრიბუნიდან მიმართა აფხაზ და ოს ხალხს და დაჰპირდა ევროპულ გარემოში ცხოვრებას,”- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებდა ევროპამ და საერთაშორისო საზგოადოებამ ადექვატური რეაგირება არ მოახდინეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ომი გრძელდება
შემდეგი სტატიანიკოლა სარკოზი: ჩვენ რუსეთთან საერთო ცივილიზაცია გვაქვს