უკრაინაში დაღუპული მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია თბილისში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია თბილისში გვიან ღამით ჩამოასვენეს.

ცხედარს მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა აეროპორტში უკრაინის საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობისა და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები დახვდნენ.

კონსტანტინე ლაშხია მარიოპოლთან სანაპიროზე დამხრჩვალი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან მემარჯვენე სექტორის მერვე ბატალიონში მსახურობდა და არაერთ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა.

ლაშხია სოხუმიდან არის და მას ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძემ რუსულ ტელეარხზე სააკაშვილზე ისაუბრა (VIDEO)
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა გოგოს დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია