ბათუმში ახალგაზრდა გოგოს დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ბათუმში ახალგაზრდა გოგოს დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 ივლისს, ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაჭრილი გოგონას მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია თბილისში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატია800-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა-მტკვარზე სამძებრო სამუშაოები განახლდა