სპაიკ ლი, ჯინა როულენდსი და დები რეინოლდსი საპატიო “ოსკარებს” მიიღებენ

ამერიკულმა კინოაკადემიამ სპეციალური პრემიის სამი ლაურეატი დაასახელა, რომლებიც მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ჰუმანიზმისთვის “ოსკარის” ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან.

აკადემიის საპატიო ჯილდო განსაკუთრებული წვლილისათვის 85 წლის ამერიკელ მსახიობს ჯინა როულენდსს და 58 წლის რეჟისორს სპაიკ ლის მიენიჭებათ.

ჯინა ჰერშოლტის ჯილდო ჰუმანიზმში შეტანილი ინდივიდუალური წვლილისთვის 83 წლის ამერიკელ მსახიობს და მომღერალს დები რეინოლდსს გადაეცემა. ის დიდ დროს უთმობს საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

აკადემიის საპატიო ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 1948 წელს იქნა დაწესებული. ლაურეატებს კინოაკადემიის მმართველთა საბჭო ირჩევს.
გასულ წელს საპატიო ჯილდოები გადაეცათ იაპონელ რეჟისორს ჰაიაო მიიაძაკის, ირლანდიელ მსახიობს და მომღერალს მორინ ო’ჰარას და ფრანგ სცენარისტს ჟან კლოდ კარიერს.
ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალი 14 ოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ავიაციამ ისლამური სახელმწიფო პირველად დაბომბა
შემდეგი სტატიაგვაზავას ოჯახი გამოძიებას ნდობას უცხადებს