“სოხუმის ტერიტორიაზე 11 ახალი სამარხი გაიხსნება”

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზურ მხარესთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და გადმოსვენება გაგრძელდება.

როგორც სუბარი აცხადებს, გაიხსნება 11 ახალი სამარხი როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

“გასულ კვირას სტამბოლში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეს არის შეხვედრა, რომელიც წითელი ჯვრის ორგანიზებით ტარდება და იხილავს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხს, ეს არის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების და გადმოსვენების საკითხი. მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი იქნება გახსნილი, როგორც სოხუმის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. რამდენიმე ათეული და უფრო მეტი იქნება გადმოსვენებული და მოხდება მათი იდენთიფიცირება. ეს არის პირდაპირი დიალოგის ერთადერთი ფორმატი, რომელიც არსებობს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ხუთწლიანი მონაწილეობა შეაჯამა
შემდეგი სტატია“საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის”