სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის დეტალები საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განმარტავენ შსს-ში.
ბანკის ოფისი წუხელ, გვიან ღამით გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სეიფი და თანხა.
ოფისი გატეხილი დღეს დილით თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.