მანანა კობახიძე: შალვა შავგულიძე და თავისუფალი დემოკრატების სხვა წევრები არიან ნაციონალური მოძრაობის ხომალდში

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო ოპოზიცია პროკურატურის კანონში განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებს. თავისუფალი დემოკრატების წევრი დეპუტატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად კონტროლის ბერკეტი მთავრობის ხელში რჩება, რაც უარყოფითად აისახება უწყების მუშაობაზე.

„ქმნის თითქოს დეპოლიტიზაციის იმიტაციას, მაგრამ რეალურად მმართველი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ ტოვებს პროკურატურის სისტემას,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

ოპოზიციის განსხვავებით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პროკურატურის კანონი, ცვლილებების შემდეგ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებულია.

„კანონი არის შესაბამისი იმ სტანდარტისა, რაც არსებობს ევროპაში. ძალიან ბევრი მსჯელობა იყო მასზე, თუ მათ არ მოსწონთ მათი უფლებაა გაასაჩივრონ, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგა შალვა შავგულიძე და თავისუფალი დემოკრატების სხვა წევრები ახლა არიან ნაციონალური მოძრაობის ხომალდში – ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და ვულოცავ მათ ამას,“ – აცხადებს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი: ჩვენს დროს, ციხეში უკანონოდ არცერთი ადამიანი არ დარჩენილა