გიგი უგულავას ადვოკატები განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

გიგი უგულავას ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა და თქვა, რომ უგულავას დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს.

„ამ მოცულობაში რაც დღეს გვაქვს სამართლებრივი გზები საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ, რომ სასამართლოზე არის უპრეცედენტო ზეწოლა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიურობა. მე მჯერა რომ სასამართლოს ინსტანციების გავლამდეც ჩვენ ვიპოვნით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ხელისუფლებას უკან დავახევინებთ,“ – აცხადებს ბექა ბასიალაია.

თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ის გუშინწინ, 15 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. გიგი უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი
შემდეგი სტატიასოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს