სოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის დეტალები საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განმარტავენ შსს-ში.
ბანკის ოფისი წუხელ, გვიან ღამით გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სეიფი და თანხა.
ოფისი გატეხილი დღეს დილით თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას ადვოკატები განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: შალვა შავგულიძე და თავისუფალი დემოკრატების სხვა წევრები არიან ნაციონალური მოძრაობის ხომალდში