სირიის ოპოზიცია ალეპოზე კონტროლს აწესებს

თურქული მედიის ცნობით, სირიაში ასადის რეჟიმის ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპოს შემოგარენი დაიკავეს და ახლა ალეპოს ცენტრის დასაკავებლად ოპერაციას ანხორციელებენ.

როგორც, თურქული სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსს,, ოპოზიციური ძალების საველე მეთაურმა ებუ ჰუსეინმა განუცხადა, მიმდინარე ბრძოლების შედეგად  ალეპოს ცენტრში, ძველ უბანში,  რამდენიმე ისტორიული შენობა დაინგრა და რომ უბანი ძალიან არ დაზარალდეს… ისინი შედარებით მსუბუქი შეიარაღებით შეეცდებიან ცენტრის აღებას.

შეგახსენებთ, რომ სირიის სამოქალაქო ომს, რომელიც 3 წლის წინ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო, 60 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა და მას სამი მხარე ჰყავს: არსებული რეჟიმი, ოპოზიციური ძალები და ტერორისტებად გამოცხადებული ,,ისლამური სახელმწიფო,,

banner
წინა სტატიაშიხელების დარტყმით საქმეები არ კეთდება–თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატია„ბიზნესკურიერი“ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს