„ბიზნესკურიერი“ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს

კომპანია ემ-ენ ჯორჯიას მფლობელმა ღია წერილით მიმართა ივანიშვილს და მთავრობას, რომ მას მანგანუმის ბიზნესი ჭიათურაში გენინსპექციის ყოფილმა შეფმა, ჯანყარაშვილმა და ბიზნესომბუდსმენმა, იმავდროულად კი პრემიერის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ წაართვეს და დახმარება ითხოვა. თუმცა, ამაოდ და ამიტომ ახლა ფარულ ჩანაწერებსაც აქვეყნებს.

ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გადაცემა ბიზნეს-კურიერი ყურადღებას უთმობს.

აუდიოჩანაწერში ბიზნესმენ ვახო გოძიაშვილს გიორგი გახარია ესაუბრება და ურჩევს, ჩაჩოჩდეს, რომ ადგილი სხვა 2 კომპანიას დაუთმოს. იქვე ბიზნესომბუდსმენი ადასტურებს, რომ თავიდან ვახო გოძიაშვილის კომპანიის სხვა კომპანიით სრულად ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, ახლა კი სთავაზობენ, დარჩეს და თავადაც აკეთოს ფული, ოღონდ სხვებსაც გაუყოს. ანუ ჯორჯიან მანგანეზთან თავისი ექსკლუზიური ხელშეკრულება სხვებსაც გაუნაწილოს.

banner
წინა სტატიაშისირიის ოპოზიცია ალეპოზე კონტროლს აწესებს
შემდეგი სტატიაპრემიერ–მინისტრი უფრო გააზრებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს–ირაკლი ღლონტი