საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს დიდ შეცდომად აფასებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებელ ნაბიჯად აფასებს.
საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააკეთა.
“ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. არაერთხელ აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი მარნეულის მოსახლეობას ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა