სამების ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ მოციქულების ზიარებაზეა საუბარი და რომლითაც უფალმა ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის დასრულების შემდეგ ფეხბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი 12 მღვდელმსახურს ფეხს დაბანს, ისევე, როგორც ეს წმინდა სახარების მიხედვით იესო ქრისტემ გააკეთა და 12 მოციქულს სიმდაბლისა და სიყვარულის ნიშნად ფეხი დაბანა. ფეხბანვის წესის დროს ტაძარში ასევე წაიკითხება წმინდა სახარებიდან შესაბამისი ადგილი.
მსახურების ბოლოს კი, პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – 1989 წელს დაღვრილი უმანკო სისხლი, ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა
შემდეგი სტატიამსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავებულია