სააკაშვილის აზრით უკრაინაში მთავრობის ცვლა დემორალიზაციის გამო ადვილი შესაძლებელია

უკრაინაში შესაძლებელია მთავრობის შეცვლა სახელმწიფო აპარატის დემორალიზაციის გამო – ასეთი აზრი გამოთქვა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ICTV-სთან სატელევიზიო ინტერვიუში.
“როცა სახელმწიფო აპარატი და ძალოვანები სუსტი არიან, მთავრობაში დიდი ვაკუუმი იქმნება. იხსნება იმის საშიშროება, რომ ჯგუფები, რომელთაც საერთო არა აქვთ რეალურ ვოლონტორებთან, ერთხელაც იტყვიან, რომ ისინი არიან ხელისუფლება”.
როგორც სააკაშვილი თვლის, უკრაინელი პოლიტიკოსები ლეგიტიმურობას კარგავენ, რაზეც, მისი აზრით, ბოლო დროს გაკეთებული სოციოლოგიური კვლევები ნათლად მიუთითებს.
ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მუკაჩევოში მომხდარი ცნობილი მოვლენები “მემარჯვენე სექტორის” ირგვლივ, ასევე ხელყუმბარის აფეთქება უმაღლეს რადასთან იმას მოწმობს, რომ ძალოვანები სამუშაოს ვერ ასრულებენ.
8 სექტემბერს გაირკვა, რომ პეტიციამ, რომელიც სააკაშვილის პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით იყო შექმნილი, საკმარისი რაოდენობის ხელმოწერა დააგროვა საიმისოდ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ის განიხილოს.

თვითონ, სააკაშვილმა ინიციატივის კომენტირებისას თქვა: “”არა, არა, არა!” მისი თქმით, მთავრობის მეთაური მიმდინარე ეტაპზე უნდა იყოს წესიერი ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ეკონომიკაში და სრულად იქნება დაცული ოლიგარქების ინტერესებისგან.

banner
წინა სტატიაშისირიის საზღვარი საფრანგეთს მიუახლოვდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–გუბერნატორები და ოლიგარქები უკრაინას წურბელებივით ასხედან და წოვენ სისხლს