სირიის საზღვარი საფრანგეთს მიუახლოვდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის საჰაერო ძალების დაზვერვას სირიის ტერიტორიაზე მოქმედების ნებართვა მისცა. ეს მათ საშუალებას მისცემს დაგეგმონ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები. ამასთანავე, ოლანმდა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვას არ აპირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრენები 8 სექტემბრიდან დაიწყება. მისი ინიციატივაა მოლაპარაკებები დაიწყონ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც სირიის კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეუძლიათ შესთავაზონ. მისი თქმით, საუბარია რუსეთზე, ირანზე და პერსიის ქვეყნებზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის საჰაერო ძალების დაზვერვას სირიის ტერიტორიაზე მოქმედების ნებართვა მისცა. ეს მათ საშუალებას მისცემს დაგეგმონ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები. ამასთანავე, ოლანმდა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვას არ აპირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრენები 8 სექტემბრიდან დაიწყება. მისი ინიციატივაა მოლაპარაკებები დაიწყონ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც სირიის კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეუძლიათ შესთავაზონ. მისი თქმით, საუბარია რუსეთზე, ირანზე და პერსიის ქვეყნებზე.გუშინ პარიზში ქვეყნის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან დიდი პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა მიგრაცია, სირია, უკრაინა, გადასახადები და უმუშევრობა იყო. ეს მისი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში მეექვსე პრესკონფერენციაა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა. ორასზე მეტ ჟურნალისტთან შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. მასში მონაწილეობდა ასევე მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელი. ოლანდს უკანასკნელი გამოკითხვებით ამომრჩევლების მხოლოდ 25 %-ის მხარდაჭერა აქვს.
იმედგაცრუებულ თანამოქალაქეებს პრეზიდენტმა კიდევ ბევრი დაპირება მისცა, მათ შორის გადასახადების დაწევა და უმუშევრობის შემცირება.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალ საპრეზიდენტო წლის მანძილზე ის ახალ გამოწვევებს და სირთულეებს შეეჯახა და აღნიშნა მატარებელზე ტერორისტული თავდასხმა და ისლამური სახელმწიფოს საქმიანობები, რომლებიც ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას არნადგურებენ და კაცობრიობისთვის მოაქვთ ზიანი, მან ასევე ლტოლვილების ევროპაში გადაადგილებაზე ილაპარაკა, რომლის მისაღებად ევროპა მზად არ აღმოჩნდა.
ოლანდის თქმით, საფრანგეთი თავშესაფრის მიღების 60 ათას მოთხოვნას ელოდება, თუმცა, რეალურად მხოლოდ 24 ათასისთვის არის მზად ორი წლის მანძილზე. მისი აზრით, გამოსავალია იმ ქვეყნებში მოქმედებები, საიდანაც ხალხი იძულებულია წამოვიდეს. ეს პრობლემა ევროპის სახელმწიფოების განხილვის საგანი იქნება. რამდენიმე დღეში საფრანგეთი და გერმანია გლობალურ გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც 14 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს წარედგინება – განაცხადა ოლანდმა. საფრანგეთში ლტოლვილების დასარეგისტრირებლად სპეციალური ბანაკები გაიხსნება, რომელიც, მისი აზრით, ასევე ტრანზიტულ ქვეყნებშიც უნდა მოხდეს – ევროპის საზღვრებთან.
სოციოლოგიური გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ფრანგების 55% ნეგატიურად არის განწყობილი ლტოლვილების მისაღებად. 62% თვლის, რომ სირიელი ლტოლვილები განსაკუთრებით მოპყრობას არ იმსახურებენ ვიდრე ლტოლვილები სხვა ქვეყნებიდან. 78 % თვლის, რომ ევროპელი ლიდერები მიგრაციასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

სირიიდან ხალხის მასობრივ გადინებაზე, ოლანდის თქმით, სირიის პრეზიდენტია პასუხისმგებელი. მისი აზრით, ბაშარ ასადის მხარდაჭერა შეუძლებელია, რადგანაც “ის საკუთარ ხალხს ესროდა, მან ქიმიური იარაღი გამოიყენა”. მისი აზრით, ასადის ხელისუფლებიდან წასვლა ის მოცემულობაა, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში სიტუაციის დასარეგულირებლად.
ოლანდის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ავიაცია სადაზვერვო მოქმედებებს იწყებს იმისათვის, რომ ბოევიკებზე თავდასხმის გეგმა შეიმუშაოს. ფრანგი სამხედროები სახმელეთო ოპერაციებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

ოლანდმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიული რეჟიმის მხარდამჭერია, თუმცა თვლის, რომ ეს არ არის ბრმა მხარდაჭერა და რუსეთიც იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.

პრესკონფერენციის ბოლოს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფინეთის პრემიერის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც საკუთარი აგარაკი დაუთმო ლტოლვილებს. ჟურნალისტმა იკითხა, ოლანდი არის თუ არა მზად მაგალითს მიბაძოს. პასუხად ოლანდმა განაცხადა, რომ მას აგარაკი არა აქვს და რომ პოლიტიკოსები პირადის გარდა პოლიტიკურ ფრონტზე იბრძვიან.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში პაციენტმა ექიმს ესროლა
შემდეგი სტატიასააკაშვილის აზრით უკრაინაში მთავრობის ცვლა დემორალიზაციის გამო ადვილი შესაძლებელია