ნატოს გემები შავ ზღვაში შევიდნენ

ნატოს ოფიციალურ წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დღეს 4 მარტს ნატოს საერთაშორისო საზღვაო ძალების კუთვნილი 6 გემი, ამერიკული კრეისერ ,,Vicksburg,,ის მეთაურობით შავ ზღვაში შევიდა, რათა წინასწარ დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში მიიღოს მონაწილეობა.

,,ჩვენ აქ თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ხელმძღვანელობის მოწვევით ვიმყოფებით, რათა აშშ-ს, კანადის და გერმანიის საბაზო გემებმა – თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა, რომლის დროსაც ანტისაჰაერო და ანტიწყალქვეშა თავდაცვის საბრძოლო სიტუაციები იქნება სიმულირებული, რაც ნატოს კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში, ჩვენს სამხედრო ძალებს ნებისმიერი დავალების შესრულებაში შეუწყობს ხელს.,, აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკელი კონტ-ადმირალი ბრედ უილიამსონი.
ნატოს განცხადებით, შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნები, ყველა საერთაშორისო ნორმის და შეთანხმების დაცვით ტარდება… მათივე განცხადებით, დღეს შესული გემები  სავარაუდოდ ერთ თვეში დაბრუნდებიან უკან ხმელთაშუა ზღვაზე.

banner
წინა სტატიაში“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა+ video