გიორგი კვირიკაშვილი: როდესაც ობამას გამოსვლას ვუსმენდი, მინდოდა, საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

მეც გამიჩნდა გარკვეული თვითკრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ობამამ თავის გამოსვლაში საქართველო არ ახსენა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, მას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლაში რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში ნახსენები ყოფილიყო საქართველოც.
კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მომავალში გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო.
“მე მგონია, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველო დგას საკმაოდ აქტუალურად და ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია არის დაბალი. პრეზიდენტ ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენებას ალბათ უფრო იმ მიზეზს მოვუძებნიდი, რომ უკრაინა არის გაცილებით უფრო ცხელი წერტილი. დღეს იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და ამას არც გიმალავთ. ალბათ, მომავალში გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ საერთოდ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური გამომდინარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემებიდან და ასევე გამომდინარე იმ ჰუმანიტარული სიტუაციიდან, რომელიც ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს. მე მგონია, რომ ამით ყველაფერი ვთქვი რაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით მეთქვა. მე ვერ ვიგრძენი ამერიკის ხელისუფლების პირებთან შეხვედრის დროს, მათ შორის როცა შედგა ცალმხრივი შეხვედრა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით, რომ ჩვენი თემა რაიმე კუთხით არის უფრო ნაკლებად აქტუალური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მეც, რა თქმა უნდა, როდესაც ვუსმენდი პრეზიდენტ ობამას გამოსვლას, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრს, მინდოდა საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მე ვთვლი, რომ ელჩი გეგეშიძე ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტის დროს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ყველა შესაძლო რესურსი უნდა იყოს გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს