გიორგი კვირიკაშვილი: მე ვთვლი, რომ ელჩი გეგეშიძე ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტის დროს

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

“მე ვთვლი, რომ ელჩი გეგეშიძე ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტის დროს,” – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით ის, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მიიღო.

“მე ვთვლი, რომ ელჩი არჩილ გეგეშიძე უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტის დროს ვაშინგტონში.

თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პრემიერმინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან გამომდინარე მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ელჩი ნიუ-იორკში დარჩენილიყო,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ამერიკაში ვიზიტამდე მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღით ადრე ის შეხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და შესთავაზა ამერიკაში პრეზიდენტის ვიზიტის დროის გადაწევა. როგორც კვირიკაშვილი დღეს ამბობს, მისი შეთავაზება ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა.

“თენგიზ ფხალაძეს მე შევთავაზე ცალკე დაგეგმილიყო ვიზიტი პრეზიდენტის, მე აღვუთქვი მას მხარდაჭერა, რომ კარგი ვიზიტი დაგვეგეგმებოდა. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა,”- განაცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ვისურვებდი, კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები ჰქონოდა პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: როდესაც ობამას გამოსვლას ვუსმენდი, მინდოდა, საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში