გიორგი გეგეჭკორი შესაძლოა, კიევის პოლიციის უფროსად დაინიშნოს

თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარატამენტისა და გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის უკრაინაში შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე ავრცელებს.

თუმცა თავად გეგეჭკორი კიევის პოლიციის უფროსად მის შესაძლო დანიშვნაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

“ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, ბოდიში, მეტ კითხვაზე ვეღარ გიპასუხებთ”, – განუცხადა “პირWელს” გეგეჭკორმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობაში საქართველოს წინა ხელისუფლების რამდენიმე წევრია წარმოადგენილი, მათ შორის, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლევან ვარშალომიძე და შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მან უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინაში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს, შესაძლოა, მასში მონაწილეობა პარლამენტარებმაც მიიღონ”
შემდეგი სტატია“უკრაინასთან ჩვენი გეგმები ძალიან კონკრეტულია, ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება”