“უკრაინასთან ჩვენი გეგმები ძალიან კონკრეტულია, ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება”

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო უკრაინის თანამშრომლობა გრძელდება. მისი თქმით, უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება, მათ შორის, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ვიზიტი.

“ქართველი ხალხი არის უკრაინელი ხალხის გვერდით, ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის ხელისუფლებასთან. დაგეგმილია ვიზიტები, მათ შორის, დაგეგმილია, ფინანსთა მინისტრის ვიზიტიც. მაღალი დონის ვიზიტებზეც ვმუშაობთ, ასევე, დაგეგმილია სამმხრივი კონსულტაციები რიგის სამიტის წინ უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შორის. ასე, რომ ჩვენი გეგმები ძალიან კონკრეტულია, უკრაინასთან თანამშრომლობა ვითარდება და ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნების ევროპული განვითარება”,-განაცხადა ბერუჩაშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი გეგეჭკორი შესაძლოა, კიევის პოლიციის უფროსად დაინიშნოს
შემდეგი სტატია“ასეთი ხელშეკრულებები კრიზისის დარეგულირებას ნამდვილად არ ეხმარება”