აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომის მოლოდინშია

აჭარაში პოლიტიკური პროცესები კვლავ დაძაბულია. დღეს უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს. გადამწყვეტი როლი კი ისევ სვეტლანა კუდბას ექნება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს კუდბაზე ზეწოლა განხორციელდა, რის შემდეგაც ის თავს შეუძლოდ გრძნობს.

გვიან ღამით სვეტლანა კუდბას სახლში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ მან მეგობარი მოინახულა და ავადმყოფს წამლები მიუტანა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს დეპუტატი მედეა ვასაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ბერიძე კუდბას გადაბირებას ცდილობდა.

“ბატონი ავთანდილია მოსული, რომ აკონტროლოს სვეტლანა კუდბა. არ მგონია ავთანდილ ბერიძეს კუდბას ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდეს. ეს არის ძალიან მძიმე ზეწოლა. მე 25 წელია ზეწოლის ქვეშ ვარ მაგრამ მსგავს რამეს არასდროს შევხვედრილვარ,”- აცხადებს მედეა ვასაძე.

საპირისპიროს ირწმუნება ავთანდილ ბერიძე.

ავად არის სვეტა, ექიმი მოვიყვანეთ. მანქანა გავაგზავნე წამლები მოვატანინე. პრობლემა არ გვაქვ ქალბატონ სვეტასთან ის ფრაქციის წევრია,”- აცხადებს ბერიძე

სწორედ სვეტლანა კუდბას ხმაზეა დამოკიდებული გაიმართება თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა და იქნება თუ არა ქვორუმი.

სხდომაზე ვიცე-სპიკერის არჩევისა და კვოტების გადანაწილების საკითხი განიხილება. თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა, ჯემალ ფუტკარაძემ წამოაყენა.

banner
წინა სტატიაში“მე-9 დაწესებულებაში ყოველთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ტარდება”
შემდეგი სტატიაყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს