ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გასაღების მიზნით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს მოქალაქეებზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საგამოძიებო სამსახური ასევე აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის შემოტანა და გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე.
დანაშაულებრივ ფაქტზე ძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომის მოლოდინშია
შემდეგი სტატია“არანაირად არ იგეგმება ხელოვნურად საშტატო ერთეულის შემცირება ან რომელიმე სამხედროს გაშვება”