“მე-9 დაწესებულებაში ყოველთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ტარდება”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, სადაც ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა იმყოფებიან, ყოველთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ტარდება და ასე იქნება მომავალშიც, – ამის შესახებ განმარტავენ.

კითხვაზე, აქვს თუ არა უწყებას ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკური ორგანიზაცია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საუბროს, სასჯელაღსრულების სამინისტროში სხვა კომენტარი არ გააკეთეს.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, 21-23 მარტის პერიოდში, პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამლვა იგეგმება.

“დეტალური ინფორმაცია თუ რომელს მოწამლავენ ამ სამი ადამიანიდან, არ მაქვს. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამლვა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში”.

banner
წინა სტატიაშიგოგა ონიანი–სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომის მოლოდინშია