აზერბაიჯანელი ფეხბურთელი სომხურ კლუბში მოხვდა

bigაზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შამილ გურბანოვმა, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, განცხადება გააკეთა, რომ მან სომხეთის ჩემპიონატის ლიდერთან, კლუბ ,,ულის,,თან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი განცხადებით, ის აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის მონაწილე არაა და უბრალოდ ფეხბურთის თამაში სურს. ,,მე ეპატივს ვცემ ორივე ხალხს, მაგრამ პირადად რუსეთის ერთი უბრალო მოქალაქე ვარ,, განაცხადა გურბანოვმა.
შამილ გურბანოვმა, რომელიც ერთადერთი აზერბაიჯანული წარმოშობის ლეგალურად მყოფი უცხოელია ამ მომენტისათვის სომხეთის ტერიტორიაზე, უკვე მოასწრო თავის ახალ კლუბთან ერთად ანტალიის შეკრებაზე ვარჯიში.

banner
წინა სტატიაშიდამასკო ,,კატიუშებით,, დაბომბეს
შემდეგი სტატიაბავშვი-პრეზიდენტი: „ერის ლიდერი, რომელსაც ყველა ელოდებოდა“