ზვიად შალამბერიძე რუსლან აბაშიძეს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს, შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იყო.
როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, წყალტუბოშიც არის ჩასახლებული, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი იწყება.

სახელმწიფო რწმუნებულმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დევნილებისთვის მშენებლობები მიმდინარეობს, როგორც წყალტუბოში, ასევე ქუთაისში, ეს პროცესი შეუქცევადია და ყველა იძულებით გადაადგილებული პირი საცხოვრებელი ფართით ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიჩემი თემით გადაფარეს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები
შემდეგი სტატიამოქალაქე პაატა ცაავაზე კომენტარს არ გავაკეთებ