მოქალაქე პაატა ცაავაზე კომენტარს არ გავაკეთებ

მოქალაქე პაატა ცაავაზე კომენტარს არ გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოსთან მყოფ მედიის წარმომადგენლებს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

“მარტივად გეუბნებით, მოქალაქე პაატა ცაავაზე კომენტარს არ გავაკეთებ“,- აღნიშნა ქარჩავამ.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, თუ როდის შეიძლება მიმართოს საპატრიარქომ პრეზიდენტს, ქარჩავამ აღნიშნა, რომ ამას საპატრიარქო გადაწყვეტს.

„საპატრიარქო მოამზადებს მიმართვას და გადაწყვეტს”,- განაცხადა ქარჩავამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე რუსლან აბაშიძეს შეხვდა
შემდეგი სტატია(video) მღვდელმონაზონი ანდრია სარია განცხადებას ავრცელებს