ზვიად შალამბერიძე: ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში

admin
ავტ.: admin ივლისი 6, 2020 12:09

ზვიად შალამბერიძე: ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში

ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრში განაცხადა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

“წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქუთაისიდან, რომლის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს უკვე სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, ქუთაისის საგამოცდო ცენტრს ეწვივნენ და აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

admin
ავტ.: admin ივლისი 6, 2020 12:09

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics