ზვიად რატიანის საქმე – სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ზვიად რატიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მწერალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
უწყების ინფორმაციით, რატიანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა. თავად მწერალი კი, სამართალდამცველებს ძალადობაში სდებს ბრალს. საკითხის მოკვლევა გენინსპექციამ და პროკურატურამ დაიწყეს. წინა სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოეტ ზვიად რატიანის საქმის ვიდეო მტკიცებულებები გაავრცელა.
რამდენიმე წუთიანი ფრაგმენტები, რომლებიც მობილური ტელეფონით და პოლიციის შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერით არის გადაღებული, მხოლოდ დაკავების მცირე ნაწილს ასახვს.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტთა ახალი ბლინდაჟები განთავსდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასუს-მა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა