შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტთა ახალი ბლინდაჟები განთავსდა (ვიდეო)

შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ყარაფილასთან, მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ამკვირვებლებმა რუსი ოკუპანტების ახალი ბლინდაჟები აღმოაჩინეს და გადაიღეს.

გადაღებულ ვიდეო და ფოტომასალაში კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსული სამხედრო მანქანა ბლინდაჟის გასწვრივ, ასევე, მოჩანს ოკუპანტთა პატრული, რომელიც პერიმეტრის დაზვერვას აწარმოებს.

ბოლო პერიოდში ყარაფილა-ბერშუეთის მიმართულებით რუსი ოკუპანტები ისევ გააქტიურდნენ. მათ ნოემბერში ძარწემის პოლიგონზე სადღეღამისო ტატქტიკური სწავლება გამართეს, გაიმართა ასევე საარტილერიო სწავლებები, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სოფელ ღრომიდან და ხურვალეთიდან დააკავეს.

მათ ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა წაუყენეს და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ბოლო დაკავების დროს, თვითმხილველთა თქმით, ოკუპანტები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუს სამხედრო პირებთან ერთად ვერტმფრენით შემოუფრინა საოკუპაციო ზოლს და სიტუაცია ჰაერიდან დაზვერა.

წყარო: www.deoccupation.ge

banner
წინა სტატიაშიჯეკ რობერტსონი: რუსეთის სპორტსმენების 99 % დოპინგს იყენებს
შემდეგი სტატიაზვიად რატიანის საქმე – სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს