ზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა და სწორედ ამის გამო, ორი წლის წინ პრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა.

„პრეზიდენტის ინიციატივით, 25 წლიანმა ვადამ დაიწია 15 წლამდე, და უკვე უვადო მსჯავრდებულების საკითხს, ვისაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვს მოხდილი უკვე არსებითად განიხილავს შეწყალების კომისია“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ. მისი განცხადებით, კომისია ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს პრეზიდენტს.

„ამ ორი წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას. ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის სკითხი. ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ საკმაოდ მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს. ხშირად ყოფილა როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს და ვესაუბრეთ და ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილება გამოუტანია კომისიას და შემდგომ პრეზიდენტს“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო რეზერვის კონცეფციას თავდაცვის სამინისტრო ივნისში წარადგენს
შემდეგი სტატიაიან კელი: აბაშიძე-კარასინის საკომუნიკაციო არხი გამოყენებული უნდა იყოს