ზვიად კვაჭანტირაძე: ბატონი ბიძინა უშვეს შეცდომას (ვიდეო)

“მარტო იმის ძახილი, რომ ეს მარტო ბიძინას დამსახურებაა, არ იქნება სწორი, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურებაც. მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა უშვეს შეცდომას, ამას ვამბობ ხმამაღლა” -ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ ქართული ოცნების პარტია და ფრაქცია დატოვა.

როგორც თვითონ ამბობს, მისი გადაწყვეტილება პარლამენტში არსებულ სიტუაციაზე ერთგვარი პროტესტია:

“გადაწყვეტილება, რომელიც მე მიღებული მაქვს, არის ძალიან მტკივნეული და სრულიად არ მგვრის ეს სიამოვნებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება იქნება სწორი და სწორი იქნება ჩემი თანამებრძოლებისა და მეგობრების წინაშე”.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2383060301922013/?t=11

 

banner
წინა სტატიაშიჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამე ვაფრთხილებდი ეროვნულ ბანკს და მას უნდა ეზრუნა „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე