თამარ ხულორდავა : აუცილებლად უნდა ჩატარდეს მუშაობა განათლების სისტემაში იმისთვის, რომ ჩვენი შვილები უფრო მეტად იყვნენ დაცული ასეთი საზარელი ფაქტებისგან

აუცილებლად კომპლექსურად უნდა გადაიხედოს და მოხდეს მუშაობა განათლების სისტემაში იმისთვის, რომ ჩვენი შვილები უფრო მეტად იყვნენ დაცული ასეთი საზარელი ფაქტებისგან, – აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ ხულორდავა ორი დღის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხარ მკვლელობას გამოეხმაურა.

“მოხდა შემზარავი ფაქტი. ყველანი შეძრულნი ვართ. ორი დღეა გამოხმაურებაც ვერ შევძელი, იმდენად ვერ ვპოულობ სიტყვებს. ახლა მთავარია გამოძიებამ იმუშაოს. გარდა ამისა, ალბათ ბევრი დაფიქრდა, რომ აუცილებლად კომპლექსურად უნდა გადაიხედოს და მოხდეს მუშაობა განათლების სისტემაში იმისთვის, რომ ჩვენი შვილები უფრო მეტად იყვნენ დაცული ასეთი საზარელი ფაქტებისგან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ხოლორდავამ.

1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიშეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა: მკვლელობის ადგილზე მირზა სუბელიანის შვილი იმყოფებოდა და ის დანაშაულის თანამონაწილეა