ზურაბიშვილს თანხა ირაკლი კობახიძემ, ეკა ბესელიამ, გია ვოლსკიმ და ბექა ოდიშარიამ შესწირეს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ რამდენიმე მსხვილი შემოწირულება მიიღო.

შემომწირველებს შორის მოხვდნენ დეპუტატები: გია ვოლსკი, რომელმაც ზურაბიშვილს 4 000 ლარი შეწირა, ისკო დასენი – შემოწირულობის ოდენობა – 5 000 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი – 4 000 ლარი, ირაკლი მეზურნიშვილი – 4 000 ლარი, ეკა ბესელია – 4 000 ლარი, ბექა ოდიშარია – 60 000 ლარი, გივი ჭიჭინაძე – 4 000, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე – 10 000 ლარი. სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეწირა თანხა ასევე ერეკლე ტრიპოლსკიმაც – 4 000 ლარის ოდენობით.

22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 60 000-60 000 ლარი შეწირეს – კონსტანტინე კაპანაძემ, ილია შონიამ, ვაჟა უსანეთაშვილმა, თენგიზ გავაშელმა, გიორგი გაგუამ, ზურაბ ჩხაიძემ, მაია გუდავაძემ და ივანე ბაქრაძემ, ხოლო 55 000 – 55 000 ლარი – ნიაზ ფხაკაძემ და გიორგი მშვილდაძემ.

banner
წინა სტატიაშილილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად, რომელთა შორის ორი მიკროავტობუსია, 8 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიამეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა