ლილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად, რომელთა შორის ორი მიკროავტობუსია, 8 ადამიანი დაშავდა

ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული. როგორც ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

„ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს, თუმცა ყველა ადამიანი გონზეა. მსხვერპლი არ არის“, – განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიალკოჰოლური სასმელების კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილს თანხა ირაკლი კობახიძემ, ეკა ბესელიამ, გია ვოლსკიმ და ბექა ოდიშარიამ შესწირეს