ზურაბიშვილის არჩევა ნიშნავს ნარკომაფიის ლობირებას და ეკლესიის წინააღმდეგ ახალ შეტევას – კუკავა ამომრჩეველს მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2018 12:39

ზურაბიშვილის არჩევა ნიშნავს ნარკომაფიის ლობირებას და ეკლესიის წინააღმდეგ ახალ შეტევას – კუკავა ამომრჩეველს მიმართავს

”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს ნარკომაფიის ლობისტს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი ხალხსა და ეკლესიას დაუპირისპირდა.

საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა ამომრჩეველს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით მხარს უჭერენ ნარკოტიკების ლეგალიზებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ახალ შეტევას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დაპირისპირებაში ხალხისა და ხელისუფლების, ხალხისა და ნარკომაფიის დაპირისპირებაში, ეკლესიისა და ნარკომაფიის დაპირისპირებაში ის გამოდგა ნარკომაფიის ლობისტი.

ის გააღიზიანა არა ნარკომაფიის მცდელობამ, რომ პარლამენტში გაეტანათ მათთვის სასურველი პროექტი, ის გააღიზიანა ეკლესიის პროტესტმა.

სალომე ზურაბიშვილის არჩევა ნიშნავს, როგორც მარიხუანას ლეგალიზაციასა და ნარკომაფიის ლობირებას ასევე ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ახალ შეტევას“-ამბობს კახა კუკავა.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა სასულიერო პირები პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არ დაუშვებს ეკლესია საერო საქმეებში ჩაერთოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2018 12:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics