მარიხუანის მოხმარება – ცვლილებების განხილვას პარლამენტში შს მინისტრის მოადგილე ესწრება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარლამენტში იმყოფება. ნათია მეზვრიშვილი მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებების განხილვას ესწრება. ის აპირებს, რომ სასულიერო პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობისა და პარლამენტის მოტივაციის შესახებ.

მღვდელმთავრები ნარკოტიკის ლეგალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„მე არ ვიცი, რა განაცხადა მეუფე იაკობმა, ეს მათი გადასაწყვეტია, პარლამენტში თუ დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა, ვგულისხმობ მოყვანის ნაწილს, დღეს მოხმარების ნაწილი განიხილება, მეორე ნაწილის განხილვა პარლამენტში თუ დაიწყება, შსს მონაწილეობას მიიღებს, მისი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ განვსაზღვრეთ გარკვეული ადგილები, გარკვეული ვითარება, სადაც მარიხუანის მოხმარება იქნება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ან დანაშაულის ქმედების საშიშროების ხასიათიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის დაპირისპირება ეკლესიასთან – შალვა ნათელაშვილის ფიქრობს, რომ სასულიერო პირებზე ივანიშვილი გაბრაზდა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის არჩევა ნიშნავს ნარკომაფიის ლობირებას და ეკლესიის წინააღმდეგ ახალ შეტევას – კუკავა ამომრჩეველს მიმართავს