ზურაბიშვილი – საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ერთობაშია

კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება, ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ერთობაშია.

„აქაც როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღვოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება, ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა, მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ, ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – დაწესებულ შეზღუდვები იძლევა საიმედო საფუძველს, რომ აღმავალი ინფექციის გარდატეხა მოხდება
შემდეგი სტატიატიკარაძე – კარვის ტიპის საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგმება