ზურაბიშვილი ალიევს პირისპირ შეხვდა

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.

აქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში “ზაგულბა“-ში გაიმართა.

სალომე ზურაბშვილმა ილჰამ ალიევთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.

დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისამების ოფიციალური ცერემონია.

ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირი შეხვედრა გაიმართა, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს პორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებს, წარმატებული ბიზნესსექტორის და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიზვიად გამსახურდია, ეკლესია და აწმყო
შემდეგი სტატიაყველა მინუს „ქართული ოცნება“ – ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს