ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საჯარო სივრცეში ღიად საუბარი სწორ პოზიციად არ მიაჩნია.

„ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი საჯარო სივრცეში ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას“, – აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.

banner
წინა სტატიაშისრულად ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
შემდეგი სტატიაჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს მიუახლოვდა