ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს მიუახლოვდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 10 000 ადამიანი დაშავდა, ნაწილი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო სამუშაოებს ართულებს ძლიერი წვიმა.

Unicef-ის წარმომადგენელის თქმით, ჰაიტიზე 500 000-მდე ბავშვს შეზღუდულად, ან საერთოდ არ აქვს უსაფრთხო თავშესაფარზე, წყალსა და საკვებზე წვდომა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, აცრა ბინაზე ჩაუტარდებათ