ზურაბ ჟვანიას საქმის ახალი დეტალები

admin
: admin იანვარი 2, 2015 11:14

ზურაბ ჟვანიას საქმის ახალი დეტალები

mtavari prokuroriსაქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოააშკარავდა. ბადაშვილის აცხადებს, რომ გამოძიების დეტალები გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა იციან.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები – ხარშილაძე და ძაძამია, ასევე ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვილაპარაკებ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად არიან ინფორმირებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები. ისინი ჩართულნი არიან გამოძიების მიმდინარეობაში,” – განაცხადა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება მარტივი არ არის.

“წინა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ გამოუძიებია. დღეს გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს მარტივი არ არის, რადგან ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა,” – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

admin
: admin იანვარი 2, 2015 11:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics