ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ჩიტიშვილი ცესკო-ში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს არკვევენ

საარჩევნო ბლოკი “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” ლიდერები ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ჩიტიშვილი ცესკო-ში იმყოფებიან.

ცესკო-სთან არიან შეკრებილი საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ცესკო-ში მათ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხს არკვევენ.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მათგანმა, გია კორკოტაშვილმა განუცხადა, გუშინ ცესკო-ში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარადგინეს, მათ შორის საარჩევნო სიაც და კომისია საარჩევნო სიის უქონლობის მიზეზი მათ რეგისტრაციიდან ვერ მოხსნიდა.

„მე ვიცი, რომ ზურა ტყემალაძე და ზვიად ჩიტიშვილი პარტიის ლიდერები ცესკო-ში არკვევენ საკითხს. გუშინ მივიტანეთ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი ცესკო-ში. ჩვენ ავიღეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პარტია ცესკო-ს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია“, – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიევში სოხმურ-ქართულ რესტორანი იხსნება სახელწოდებით-„ბე-ბე-ბე“
შემდეგი სტატიაყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს