კიევში სოხმურ-ქართულ რესტორანი იხსნება სახელწოდებით-„ბე-ბე-ბე“

avakoviუკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი, რომელიც ეთნიკური სომეხია, სომხურ-ქართული რესტორანის გახსნის იდეით გამოდის, რომელსაც „ბე-ბე-ბე“უნდა დაერქვას, – ამის შესახებ მან იუმორისტულ გადაცემა «Чисто News»-ში განაცხადა, რომელსაც უკრაინელი კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი უძღვება.
როცა საუბარი ავაკოვ-სააკაშვილის ცნობილ კამათს შეეხო, უკრაინის პირველმა პოლიციელმა განაცხადა: „სომხური და ქართული სამზარეულოს გახსნა კარგი იქნება. რესტორნის შესასვლელში ჭიქა წყალს მიართმევენ და ხალხი დაიშოკება!”
შეგახსენებთ: არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ საკაშვილს შორის ინციდენტი 2015 წლის დეკემბერში, რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, როცა ავაკოვი სააკაშვილს ჯერ შეეკამათა, შემდეგ კი, წყლით სავსე ჭიქა ესროლა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე და ზვიად ჩიტიშვილი ცესკო-ში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს არკვევენ